გორის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ოჯახს ბიუჯეტიდან 44 689 ლარი აქვს მიღებული

მაისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, 19000 ლარი მიიღო, - ამის შესახებ მის მიერ, მიმდინარე წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ნათქვამი.

ლია ჩლაჩიძესთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასი ერიცხება მის ვაჟსა და რძალს, რომელთა ერთი წლის შემოსავალი გასულ წელს, 13 689 ლარით განისაზღვრა.

გიორგი ჩლაჩიძე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებს და მისი წლიური სარგო, 2018 წელს 7 832 ლარი იყო.

მისი მეუღლე შორენა ახობაძე კი ვერხვების დასახლებაში მერის წარმომადგენელთან, უმცროს სპეციალისტად მუშაობს და წლის განმავლობაში, 5 857 ლარs იღებს.

საერთო ჯამში, გორის 2018 წლის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ოჯახს სულ 32 689 ლარი აქვს მიღებული.

ლია ჩლაჩიძე სახელმწიფოს მხრიდან, დახმარების სახით, წლის განმავლობაში 12 000 ლარსაც იღებს, რაც მისი ოჯახის შემოსავალს 44 689 ლარამდე ზრდის.

Read 858 times Last modified on Last modified on მაისი 13 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი