გორელი და კასპელი მოსწავლეები ოსური ენის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

მაისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,ვილაპარაკოთ ოსურად“ - ამ სლოგანით გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მოსწავლეების მონაწილეობით 15 მაისს ღონისძიება მოეწყობა, - ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სწორედ ამ დღეს აღინიშნება ოსური ენის დღე, რა დროსაც მოსწავლეები ოსურ ენაზე ლექსებს და ანდაზებს ზეპირად წაიკითხავენ.

"აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ნიგოზას, შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში არსებული ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეები, რომლებიც ოსურად წაიკითხავენ ლექსებს და ანდაზებს", - წერია სამხრეთ ოსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 167 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი