ოპოზიცია გორის მერს: ფარდების ჩამოფარებით აპირებთ გორი ბარსელონას დაამსგავსოთ?

მაისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ძლიერი გორის" წარმომადგენელი გორის მერს ღია მიმართვას უგზავნის.

ბექა ქორჩილავას კრიტიკის ობიექტი გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილას, მდებარე უსახური შენობები გახდა, რომელიც გორის მერიამ გასულ წელს შავი ფარდებით დაფარა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ამ მიზნით 2018 წელს ბიუჯეტის თანხები უშედეგოდ დაიხარჯა და დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ შენობებს ისევ უწინდელი იერსახე აქვს.

"ეს არის ბატონი კოტეს მიერ წყალში გადაყრილი ხალხის ფული. 2018 წელს ქალაქის მერმა გორის მუნიციპალიტეტისათვის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, უფლისციხის მიმდებარედ არსებული დაზიანებული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და ფარდები ჩამოაფარა. იმის მაგივრად, რომ ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინათ, პრობლემების დამალვა დაიწყეს. ფარდების ჩამოფარებით აპირებთ, რომ გახადოთ გორი ბარსელონა? ძალიან მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში ეს ინოვაციური იდია. "ქართული ოცნება" არის დღეს ყველაზე უსუსური, არ შესწევს ძალა პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ 2018 წელს რამოდენიმე მილიონი დარჩათ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აუთვისებელი. დღეს მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს, რასაც "ქართული ოცნება" თავს ვერ ართმევს, ამიტომ ძალიან მალე ქართველი ხალხი არაფრის მკეთებლებს დაასრულებს!", - ამბობს ბექა ქორჩილავა.

Read 276 times Last modified on Last modified on მაისი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი