mukilurji640X90

ბაგა-ბაღის დირექტორი: სათლებით ვაქცევთ საჭმელს, რადგან ბავშვები არ ჭამენ

თებერვალი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,ყოველი დღის ბოლოს 4 ცალი 20 ლიტრიანი სათლით იმ საკვებს ვაქცევთ, რომელსაც ბავშვები არ ჭამენ", - ამბობს ქეთევან დავითაშვილი. ის გორის N12 ბაგა-ბაღის დირექტორია.

ჯანმრთელი ბავშვის 10 დღიანი პერსპექტიული მენიუ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში უკვე ამოქმედდა. დღის განმავლობაში გაწერილი საკვები მრეავალფეროვანი და კალორიულია. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობას პატარები არ ჭამენ.

"კვების სპეციალისტების მიერ შედგენილი მენიუ ოთხჯერად კვებაზეა გათვლილი. ჩამოთვლილთაგან ბავშვები ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულას, ხაჭოს კვერებს, ხაჭოს პუდინგს გოგრით, ფეტვისა და შვრიის ფაფებს იწუნებენ. ამიტომ დღის ბოლოს საჭმლის ნაწილს ვაქცევთ", - გვეუბნება ბაღის დირექტორი. 

გორის N12 ბაგა-ბაღის დირექტორი ერთ-ერთია, ვინც ახალი მენიუს შეცვლას ითხოვს. მისი აზრით, უმჯობესია მენიუს შედგენისას, კალორაჟის მსგავსად ყურადღება ბავშვის გემოვნებაზეც გამახვილდეს.

Read 1229 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი