Print this page
სამშაბათი, 14 მაისი 2019 11:18

გორის მერია უსახური შენობების დემონტაჟს მოახდენს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია ტურისტული მარშრუტების მიმდებარედ არსებული უსახური შენობების დემონატაჟს ეტაპობრივად დაამთავრებს.

მერიის ცნობით, უწყებამ შენობების დემონტაჟის უფლება, სამშენებლო მასალების გადაცემის პირობით, აუქციონზე გაიტანა.

"2018 წელს გორის მერიამ ტურისტული მარშრუტების მიმდებარედ არსებული უსახური შენობები დროებით, მათ დემონტაჟამდე, დაფარა. უკვე განხორციელდა რამდენიმე უსახური შენობის დემონტაჟი. პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.

აუქციონზე გავიდა დემონტაჟის უფლება იმ პირობით, რომ შემდეგ კომპანიას, რომელიც ამ შენობების დემონატაჟს მოახდენდა, სამშენებლო მასალა საკუთრებაში დარჩენოდათ", - განაცხადეს გორის მერიაში.

Read 928 times