Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 მაისი 2019 11:30

გორელი მოსწავლე მოქალაქეთა დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს 3 წლით პატიმრობა ემუქრება.

მე-11 კლასელი ბიჭი დაკავებულია ყაჩაღობის ბრალდებით და რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ის გლდანის საპატიმროშია გადაყვანილი.

"მოსწავლე 2019 წლის 30 აპრილიდან აცდენდა სკოლას", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".

წყაროს ინფორმაციით, გაცდენების მიზეზის გარკვევის შემდეგ, სკოლამ შეიტყო, რომ მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

არსებული ინფორმაციით, მოსწავლე ძალის გამოყენებით თანხის მითვისებას ცდილობდა.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. მისი ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით უკვე აცნობა განათლების სამინისტროს.

Read 929 times Last modified on სამშაბათი, 14 მაისი 2019 11:39