"ღირს არს ჭეშმარიტად" - დისკუსია და ფილმის პრემიერა ქვახვრელის სკოლაში

მაისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით "ღირს არს ჭეშმარიტად".

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად, სარეზერვო ფონდიდან ათასობით ლარიც გამოუყო. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ჩატარდა.

გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა. ზოგიერთი ღონისძიება ერთჯერადია და უკვე ჩატარდა. ზოგიერთი კი დღეების, კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.

Read 334 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი