ენმ: გორის მერიის ვაკანსიებზე კონკურსანტები პარტიული ნიშნით დაბლოკეს

მაისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის მერიაში სხვადასხვა ვაკანტურ ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ასაქმებენ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე კადრებს, გამოცდილების მიუხედავად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ" - ამ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე და მას შემდეგ, გორის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იმარჯვებს და შესაბამისი კომისია კადრებს პარტიული ნიშნით არჩევს.

"განსხვავებული აზრის გამო სამსახურის არაერთი მაძიებელი დაბლოკა გორის მერიამ. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინაც ერთ - ერთ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსზე კადრის შესარჩევადაც. მოქალაქემ კულუარებიდან შეიტყო, რომ გამოცდილების მიუხედავად, მხოლოდ იმის გამო დაბლოკეს, რომ ჩვენ შეხვედრებზე შეამჩნიეს, "ნაციონალი" უწოდეს და დასაქმებაზე უარი უთხრეს.

თუ პიროვნებას არ უწევს რეკომენდაციას ნებისმიერ სამსახურში "ქართული ოცნების" პარტიული ხელმძღვანელობა, ისე არ ნიშნავენ არავის. ამ შემთხვევაშიც იგივე ჩანს, რომ რაკი ეს კონკრეტული პირი არ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, ამიტომ არ მიიღეს და ასეთი უამრავი ფაქტია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში", - აღნიშნა ბადრი ბასიშვილმა.

Read 403 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი