გორის ერთ - ერთ სოფელში ქმარმა ცოლი სცემა

მაისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთ სოფელში მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცოლმა მეუღლეს შემთხვევიდან მეორე დღეს უჩივლა და მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში მუქარას და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ასევე 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას და ასევე ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Read 361 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი