გორელი მხატვრის ნამუშევრების შეძენას საქართველოს ხელოვნების სასახლე აპირებს
საქართველოს ხელოვნების სასახლეში გორელი მხატვარის ნამუშევრები გამოიფინა. კახაბერ თოფჩიშვილის ნახატების დათვალიერება მსურველებს 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
"სასახლე გორელი მხატვრის ნამუშევრების ნაწილს შეისყიდის, რაც ნიშნავს იმას რომ ნახატები ეროვნული კოლექციის საგანძურში მოხვდება და ასევე ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას", - გვითხრა გიორგი კალანდიამ, სასახლის დირექტორმა.
კახაბერ თოფჩიშვილის ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის მენეჯერია.
Latest from რადიო მოზაიკა
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
- სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა