სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას სოციალური დახმარებისთვის 500 - მდე დევნილმა მიმართა

მაისი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სოციალური სამსახურის უფროსი, თამაზ ბესტაევი აცხადებს, რომ 2019 წლის იანვრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით, ადმინისტრაციას 497 ადამიანმა მიმართა სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისთვის, რომლებმაც ერთჯერადი დახმარება მიიღეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევა. იანვრის პირველ ნახევარში 212 პაციენტმა ისარგებლა ამ მომსახურებით საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 22,474 ლარის ოდენობით;
  • ქირურგიული ჩარევა (ადმინისტრაციის მიერ 25% თანადაფინანსებით) ჩაიტარა 97 პაციენტმა ადმინისტრაციის თანადაფინანსებით (გაიცა საგარანტიო წერილები 4,753 ლარის ოდენობით);
  • დახმარება გაეწია 135 მრავალშვილიან ოჯახს 44,800 ლარის ოდენობით;
  • 43 ბენეფიციარმა მიიღო თანხა სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით 9,750 ლარის ოდენობით;
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირთა დახმარება – ამ ეტაპზე სულ 10 ადამიანი – 3,600 ლარის ოდენობით;
  • აგრეთვე, ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებს გაეწიათ სამედიცინო დახმარება. იანვრიდან მაისის პირველ ნახევრამდე 111 პაციენტმა სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება მიიღო თბილისის საავადმყოფოების სტაციონარში.

სულ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში 250,000 ლარს შეადგენს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილების საჭიროებებზე ნაწილდება დადგენილი კატეგორიის მიხედვით.

Read 292 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი