გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ელექტრონულად დაარეგისტრირებენ

მაისი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, 2019 - 2020 სასწავლო – სააღმზრდელო წლისთვის, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ელექტრონულად მოხდება.

სააგენტო ამჟამად ვებ - გვერდის შექმნაზე მუშაობს.

"გვინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს ვებ – გვერდის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ქალაქის ბაგა–ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია.

რაც შეეხება რაიონში მდებარე ბაგა–ბაღებში ჩარიცხვის მსურველებს, ისინი ადგილზე (ადგილობრივ ბაგა–ბაღში) მიიტანენ საბუთებს და დაწერენ განცხადებას.

რეგისტრაციის დაწყების თარიღს და რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ნუსხას გამოვაქვეყნებთ როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ასევე ადგილობრივი ტელევიზიით", - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

Read 585 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი