გორში შშმ პირებისთვის გამოფენა - "არ დატოვო... მიღმა" გაიმართა

მაისი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში შშმ პირებისთვის გამოფენა „არ დატოვო ... მიღმა“ გაიმართა.

აღნიშნული აქტივობა ორგანიზაცია ,,PIN’’ - ის პროექტის, "ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით" ფარგლებში გაიმართა.  ახალგაზრდებმა მოაწყეს გამოფენა, რომლის მთავარ სამიზნე ჯგუფს შშმ პირები წარმოადგენენ.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანი არის შშმ პირების უფლებების დაცვა.

გამოფენას ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის’’ ბენეფიციარები დაესწრნენ.

გამოფენის მსვლელობის დროს, დამსწრე საზოგადოებამ შეარჩია ერთ ნამუშევარი, რომელიც სამახსოვროდ გადაეცა ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს’’ პროექტის სამახსოვროდ.

ნახატები გამოფენისთვის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შეიქმნა.

ღონისძიება გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. 

Read 382 times Last modified on Last modified on მაისი 15 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი