Print this page

გორის საკრებულოს წევრები ზუგდიდში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელი სამეგრელოში იმყოფებიან.

მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი ზუგდიდში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაემგზავრნენ. მიხეილ გოგინაშვილი ამბობს, რომ გორიდან მათი დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყდა. საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ორივე დეპუტატს საშვებულებო ვადა 20 მაისს უმთავრდება.

"მერის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოვედით ზუგდიდში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარებით გუნდს შტაბში და ჩართულები ვართ ტექნიკური საკითხების მოწესრიგებაში. ამჟამად აქ სიმშვიდეა, ყველა თავისუფალია არჩევნებისთვის, თუმცა "ნაციონალები" ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას, რადგან ხვდებიან, რომ აუცილებლად წააგებენ არჩევნებს და ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", - ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.

Read 694 times