საკვები, რომელსაც საბავშვო-ბაღის აღსაზრდელები არ ჭამენ

თებერვალი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

საბავშვო ბაღების დირექტორები კვების მენიუს შეცვლას ითხოვენ. რა სახის საკვებს არ ჭამენ პატარები და რა რჩევები აქვთ დირექტორებს? - ამ თემაზე რადიო "მოზაიკა" დირექტორებს ესაუბრა.

ტკბილი ფლავი ახალი ხილით, ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა, ფეტვისა და შვრიის ფაფები, ხაჭოს პუდინგი გოგრით, ხაჭოს კვერები, - ეს იმ საკვების არასრული ჩამონათვალია, რომლის ჭამაზეც ბაღეების დირექტორების ინფორმაციით, პატარები უარს ამბობენ. ეს სახეობები ჯანმრთელი ბავშვის 10 დღიან პერსპექტიულ მენიუშია გაწერილი და მის მომზადებას ბაღებს, მართვის სააგენტოს ადმინისტრაცია ავალდებულებს.

N12 ბაგა-ბაღის დირექტორი ერთ-ერთია, ვინც ახალი მენიუს შეცვლას ითხოვს. მისი აზრით, უმჯობესია მენიუს შედგენისას, კალორაჟის მსგავსად ყურადღება ბავშვის გემოვნებაზეც გამახვილდეს.

ქეთევან დავითაშვილის მსგავსად, მენიუს შეცვლის მომხრეა დირექტორების უმრავლესობა. ისინი ოთხჯერად კვებას დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ საკვები ბავშვთა გემოვნების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

 

მუნიციპალურის პარალელურად, გორში რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებს. ერთ-ერთი ასეთია ,,ანა-ბანა“. მისი დირექტორი ამბობს, რომ კვების მენიუ, რომლითაც ხელმძღვანელობს ბავშვების გემოვნებით ისე აქვს შედგენილი, რომ კალორაჟი არ ირღვევა. ჯულიეტა ლობჯანიძის განმარტებით, პატარები საკუთარ ულუფას ბოლომდე ჭამენ; შესაბამისად, საჭმლის გადაქცევის საჭიროება არ არის.

კვების ახალ მენიუში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ლია კოვზიაშვილის აზრით, ბავშვები მრავალფეროვან საკვებს შეეჩვევიან.

ჯანმრთელი ბავშვის 10 დღიანი პერსპექტიული მენიუს განახლებული ვარიანტი მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს გასულ პარასკევს გადაეცათ. 

Read 1311 times Last modified on Last modified on თებერვალი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი