პროკურორი: ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მოკლული 9 წლის გოგონას საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

როგორც პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია ი. ნ. მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერილი, რომელიც არასრულწლოვანთან ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს.

გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე ფოტო და ვიდეოჩანაწერი წაშალა. პროკურორის თქმითვე, ექსპერტიზის ფარგლებში ჩანაწერის სრულად აღდგენა მოხდა.

"სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში ი. ნ. - ს დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი გოგონა, ქმედება, რომელსაც ი. ნ. მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის ი. ნ. - ს მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით.

ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად ბრალდებულისაა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს დაინიშნა.

Read 332 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი