გორის მერია ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციას ივნისში გეგმავს

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ არბოში მდებარე ნიკო ლომოურის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება.

უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ტენდერი შერჩევა - შეფასების ეტაპზეა. სამუშაოების ღირებულება კი 257 030 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე: არბოში მაცხოვრებლები ლომოურის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაციის დაწყებას იოთხოვენ

"ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული, ტენდერის პროცედურებიდან, ამ ეტაპზე, ვართ შერჩევა - შეფასებაზე. თუ ეს ტენდერი წარმატებით დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა, სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყება", - აცხადებენ მერიაში. 

გორის მერია კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყების ცნობით, სოფელ ძევერაში ჯავახიშვილის სახლ - მუზეუმიც საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს და სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.

Read 77 times Last modified on Last modified on მაისი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი