Back to Top
ხუთშაბათი, 16 მაისი 2019 16:02

ერეკლეს აბანოს ნესტი საფრთხეს უქმნის

Rate this item
(0 votes)

"გორში ერეკლეს აბანოში ნესტი გაჩნდა", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, თინა სოსანიძემ აცნობა.

მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით, აბანოში ნესტია, რომელიც შენობას საფრთხეს უქმნის და აზიანებს.

“აბანოში არის ნესტი, ამისთვის საჭიროა სპეციალური სამუშაოების ჩატარება. განაცხადი დაწერილი გვაქვს და ველოდებით, როდის მიიღებენ საჭირო ზომებს. ვფიქრობ ,გამწოვს დააყენებენ. ეს ნესტი თუ არ მოისპო, ყველაფერი დაზიანდება“, - აღნიშნა თინა სოსანიძემ.

Read 693 times