გორის ინფრასტრუქტურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს ბინა 3 000 ლარად აქვს შეძენილი

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის ახლად დანიშნულმა უფროსმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით 2007 წელს მალხაზ ლალებაშვილს 3000 ლარად გორში სტალინის ქუჩაზე 28 კვ. მ.  ფართის ბინა აქვს შეძენილი. ამავე ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი(35კვ.მ) მემკვიდრეობით აქვს გადაცემული. გარდა ამისა, 1993 წლიდან, ის მაშინდელი გამგეობის გადაწყვეტილებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მფლობელია.

უძრავ ქონებას ფლობს მისი მეუღლეც. დალი მარწყვიშვილმა 2016 წელს თბილისში ცაგარელის ქუჩაზე ბინა 30 000$ შეიძინა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მალხაზ ლალებაშვილი 2008 წელს 6000$ შეძენილი HONDA CRV - ს მფლობელია. შემოსავალი კი გასული წლის მონაცემებით მხოლოდ მის მეუღლეს უფიქსირდება. პედაგოგიური საქმიანობიდან დალი მარწყვიშვილს 2018 წელს 6 048 ლარი აქვს მიღებული.

მალხაზ ლალებაშვილს ანგარიშზე სახელფასო ნაშთის სახით 687 ლარი, მის მეუღლეს 126 ლარი უფიქსირდება. დალი მარწყვიშვილს პარალელურად ანაბარზე 2000 ლარიც აქვს, თავად მალხაზ ლალებაშვილს კი 500 ლარი.

Read 535 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი