პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

მაისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლებში რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

აღნიშნული ეტაპი 2 მაისს დაიწყო. მანამდე, 25 მარტიდან კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია განხორციელდა.

რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 67 სკოლაა. აქედან ქალაქში - 12.

Read 404 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი