Print this page

აგროდაზღვევაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება იქმნება

თებერვალი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის პროგრამის მოდელს ცვლის. როგორც მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან მოყოლებული პროექტის სახე აქვს, თუმცა უწყება გეგმავს სისტემურ მიდგომაზე გადავიდეს.

"2017 წელი იქნება გარდამავალი წელი როდესაც ჩვენ გადავალთ სისტემურ მიდგომაზე. ამას დასჭირდება საკანონმდებლო საფუძველიც. იქნება კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულების მხარდაჭერაზე", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, მინისტრი აცხადებს, რომ აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში (2014-2017) დაფინანსებულია 29,383,451 ლარის პრემია. ჯამური ფართობია 59,855 ჰექტარი. ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 68,879 პოლისი, ხოლო დაზღვეულია 465,570,033 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი. დაზღვეულია ისეთი რისკებია, როგორიცაა: ქარიშხალი, ყინვა სეტყვა და ჭარბი ნალექი.

bm.ge

Read 1080 times Last modified on Last modified on თებერვალი 28 2018