მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, ხვალ გორში 20-მდე ღონისძიება მოეწყობა

მაისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, ამ თარიღთან დაკაშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გორში ხვალ 20 მდე აქტივობა ჩატარდება.

საქართველოს მუზეუმების გერთიანებამ ხვალინდელი ღონისძებების განრიგი უკვე გამოაქვეყნა.

ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

21:00 - გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა კამერული გუნდი

21:20 - პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილე ახალგაზრდების წიგნის პრეზენტაცია

21:45 - შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

22:00 - დევნილთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ქველი“ კონცერტი

22:30 - „შავფაროსნების“ საჩვენებელი სანახაობა

23:00 - სიმებიანი კვარტეტის კონცერტი

23:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხევი“

23:45 - ვერიკო ბერუაშვილის ნამუშევრების გამოფენა

00:00 - კოსტუმირებული წარმოდგენა/მეჯლისი და ფოიერვერკი


საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

19:00 - 23:00 -  უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ კონცერტში.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი

პროფესორ დ. ჩოჩიშვილის ლექცია თემაზე „მუზეუმის ექსპონატები, როგორც რესურსი  ისტორიის გაკვეთილზე”;
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საჯარო ლექცია თემაზე: „მუზეუმის  როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში“, რომელსაც წაუძღვება 
ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი თამარ კოშორიძე

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

18:00 - 01:00 - ღონისძიება „წარსული ღამეში“ (მოეწყობა ვიქტორინა, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, მხატვრული კითხვა, ფოკლორული ნომრების წარმოდგენა). საღამოს დაასრულებს ფოიერვერკი.

Read 224 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი