ღონისძიება „გადავარჩინოთ ბავშვების“ გლობალური კამპანიის „შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა და ეძღვნება 420 მილიონ ბავშვს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ.
კამპანიის მიზანია, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს კონფლიქტის პირობებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებები.
ამ მიზნით, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გაიმართა, სადაც დიდია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ომისა და მისი შედეგების სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისა და გორის მერიის წარმომადგენლები