გორში 15 წლის ბიჭი ბიძამ და დეიდამ სცემა

მაისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამართალდამცველებმა 15 წლის ბიჭი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მოზარდზე ბიძამ და დეიდამ ფიზიკურად იძალადა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 15 წლის მოზარდს მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ფაქტის მოკვლევა გორის პოლიციამ დაიწყო. სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს მოზარდის ბიძის და დეიდის მიმართ.

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

Read 1936 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი