Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 19 მაისი 2019 13:49

გორელი ველომოყვარულები მდუმარე აქციას გამართავენ

Rate this item
(0 votes)

გორში ველომოყვარულთა აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორი, ლადო მიხანაშვილი აცხადებს, ქალაქში ველობილიკი არ არსებობს, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა.

"ამ აქციის მიზანი არის ის, რომ მოეწყოს ველობილიკი ქალაქში. უბრალოდ, გადაადგილება არის საფრთხის შემცველი. ველოსიპედიც არის ტრანსპორტი და არა მხოლოდ გასართობი საშუალება. არ შეიძლება ტროტუარზე ველოსიპედით გადაადგილება, რადგან მაღალია ალბათობა იმისა, რომ დაეჯახო ქვეითს.

რაც შეეხება გზაზე მოძრაობას, ახლა უკვე ველოსიპედისტია საფრთხის ქვეშ, რადგან ამ მხრივ არ არის მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომაც გვინდა, რომ მოეწყოს ველობილიკი და ველოსიპედით მოსარგებლეებს თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცეთ".

ორგანიზატორები ამბობენ, რომ გორში, მშვიდობის გამზირზე ველობოლიკის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს დაახლოებით 5 000 ლარი დაუჯდება.

"საავტომობილო გზისა და ველობილიკის ღერძულა ხაზით გამოყოფა არ ჯდება დიდი თანხა. ჩვენ დავითვალეთ და მაქსიმუმ 5 000 ლარია. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს", - აცხადებს მიხანაშვილი.

გორის ველომოყვარულთა კლუბი 3 ძირითად პათოსს ეფუძნება:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი.
  • ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი.
  • ქალაქის განტვირთვა ავტომობილებისგან.

აქცია 31 მაისს, 16 : 00 საათზე, მშვიდობის ქუჩაზე გაიმართება.

Read 1389 times