სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ საფეხბურთო ტურნირი მოაწყო

მაისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წილკანში ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ ახალგორის, წილკანის, ფრონეს და აჩაბეთის “ლიახვის” გუნდები.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ახალგორისა და აჩაბეთის “ლიახვის” გუნდები, სადაც აჩაბეთის “ლიახვმა” გაიმარჯვა ანგარიშით 8-1 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მესამე ადგილისთვის წილკანის და ფრონეს გუნდები შეხვდა ერთმანეთს. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 3-3, დაინიშნა შვიდმეტრიანი დარტყმები გამარჯვებულის გამოსავლენად. ფრონეს გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.

ტურნირის ჩემპიონი დაჯილდოვდა თასით, მედლებით და დიპლომებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით.

Read 212 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი