თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი 8 სახეობის სასოფლო ტექნიკას ფლობს

მაისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

სპარტაკ პეტრიაშვილი ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, ხოლო 2013 წლიდან 4 წლის განმავლობაში გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. გასულ წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, აღნიშნულ თანამდებობიდან პეტრიაშვილის მიერ მიღებული სახელფასო სარგო შემცირებულია და ნაცვლად 37 030 ლარისა, 2018 წლის განმავლობაში 31 800 ლარი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, საბანკო ანგარიშზე ნაშთის სახით 2 239 ლარი უფიქსირდება. სხვა დანარჩენი მონაცემები წინა წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით თითქმის უცვლელია.

დოკუმენტის მიხედვით, სპარტაკ პეტრიაშვილი 10 სახის მოძრავი ქონების მფლობელია. აქედან, ის 2012 წელს 3 000 USD შეძენილი MERSEDES_BENC E 230 -ის, 2010 წელს 2000 USD შეძენილი UAZ 31519-ის მესაკუთრეა. ხოლო დანარჩენი 8 სახეობის ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, რომლებიც სპარტაკ პეტრიაშვილს 2009-2012 წლებში აქვს შეძენილი.

Read 276 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი