Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 20 მაისი 2019 16:36

ხორცის მაღაზიიდან მოპარული დინამიკები არასრულწლოვანს სკოლის მანდატურმა აღმოუჩინა

Rate this item
(0 votes)

სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ 15 წლის მოზარდს მოპარული დინამიკები მანდატურმა აღმოუჩინა.

მისივე თქმით, ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს.

"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტი. მანდატური მოიქცა პროტოკოლის შესაბამისად. ფაქტის შესახებ კი საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ამავე თემაზე: გორში ხორცის მაღაზიიდან დინამიკები მოიპარეს

მაღაზიის მეპატრონის თქმით კი პოლიციას მომხდარის შესახებ ახსნა - განმარტებაც დაუწერა.

"იმ დღეს მხოლოდ ის ბავშვი და ერთი კლიენტი იყო მაღაზიაში შემოსული. ვიცოდი, რომელ სკოლაშიც სწავლობდა ის ბავშვი. მივედით და ვაცნობეთ მანდატურს. შემდეგ უკვე პოლიციამ შემოიყვანა აქ და მან აჩვენა, როგორ და რანაირად აიღო დინამიკები.

მე სულაც არ მინდა, რომ ის ბიჭი დაიჭირონ, მაგრამ ფაქტი, თავისთავად, არასასიამოვნოა", - განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ, რ. პ. -მ

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ქურდობის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა.

Read 1106 times Last modified on ორშაბათი, 20 მაისი 2019 16:40