გორის გვირაბში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მაისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 მაისიდან 24 მაისამდე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო, გორის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2019 წლის 22 მაისის 08:00 სთ-დან 24 მაისის 08:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Read 230 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი