პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, დილის 9 : 00 საათიდან დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.emis.ge

Read 168 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი