"თავხედურად იქცევით" - სასამართლომ ეს ფრაზა გორის პატრულის შეურაცხყოფად მიიჩნია

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. ა. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

მოსამართლემ გ. ა. სიტყვიერად გააფრთხილა.

"თავხედურად იქცევით", - ასე უთხრა 30 წლამდე მამაკაცმა გორელ პოლიციელებს, რომლებიც მას 50-ლარიან ჯარიმას საგზაო წესის დარღვევისთვის უწერდნენ. საპატრულო პოლიცია მას შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მამაკაცის შეპასუხების შემდეგ კი იგი დააკავეს, პოლიციელების შეურაცხყოფა დასდეს ბრალად და საქმე ასკ - ის 173-ე მუხლითაც აღძრეს.

გ. ა. - მ სასამართლოში გაასაჩივრა როგორც დაჯარიმების, ისე დაკავების ფაქტი. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ჯარიმა გააუქმა, რადგან საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებლად არ მიიჩნია.

რაც შეეხება დაკავების ფაქტს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა ჩათვალა, რომ გ . ა. - ს მიერ ნათქვამი ფრაზა "თავხედურად იქცევით" პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა იყო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ პატრულის მხრიდან გ. ა. - ს დაკავება არაპროპორციული ქმედება იყო.

გ. ა. - ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა ასევე მიმართა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას პატრულ ინსპექტორების, იოსებ გაგნიძისა და დავით ოქროშიაშვილისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისთვის. გარდა ამისა, ასევე განცახადება შეიტანეს პროკურატურაში, რათა შეაფასონ გ. ა. - ს დაკავების კანონიერება და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე გამოიძიონ.

Read 635 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი