Back to Top
სამშაბათი, 21 მაისი 2019 11:47

"დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“ - გორში კომედიის ფესტივალი იწყება

Rate this item
(0 votes)

 5 ივნისს, გორის კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყება, სახელწოდებით „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა, მოძრაობის, ილიაუნის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, დმანისის, ჭიათურის თეატრალური დასები. ასევე გორში ჩამოვა რუმინეთის დასი.

"ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია თეატრალური ცხოვრებისთვის. მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. კომედია გვაკლია ქართველებს. ველოდები ბევრ სიცილს, ბევრ ღიმილიან სახეს და კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანს", - ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

კომედიის ფესტივალი ერისთავის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, 2014 წელს დაარსა.

ფესტივალი 14 ივნისს დამთავრდება.

Read 1106 times Last modified on სამშაბათი, 21 მაისი 2019 16:25