26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები გორში

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. 

დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეეძლებათ მოინახულონ პავილიონი, რომელშიც ვიზალიბერაციით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. ასევე დაათვალიერებენ საინფორმაციო სტენდებს გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ფაქტებს გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების შესახებ.

მსურველები საუკუნისწინანდელ არტკაფემანდილოსანში“ ქალთა უფლებებსა და წარმატებული ქართველი ქალების ისტორიებსაც გაიზიარებენ.

მოედანზე იგეგმება ასევე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

მთელი დღის განმავლობაში მოქალქეებს საშუალება ექნებათ ღია კინოთეატრში იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები და ამავე არქივში დაცული კინოდოკუმენტები;

ყველაზე პატარებს ელოდებათ გასართობი სივრცე და მრავალფეროვანი პროგრამა.

გალა კონცერტი 20:00 დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი ნადიბაიძე და სოფო ბედია და მუსიკალური ჯგუფები „არა“ და „შვიდკაცა“.

26 მაისის ღონისძიებებს გვიან ღამით ფოეიერვერკი დაასრულებს.

19:00 საათამდე სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი შემსრულებლები იზრუნებენ.

Read 190 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი