ენმ: ვინ იცის, რამდენჯერ დალია მარლენ ნადირაძემ სააკაშვილის სადღეგრძელო

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ზუგდიდის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გორელი ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის კანდიდატმა ყველგან წააგო" - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" ენმ - ის წარმომადგენელმა, ვასილისა ჯაბახიძემ გააკეთა. 

"ჩვენ სამეგრელოში არა 500 ადამიანი, როგორც ამას ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, არამედ 45 ვიყავით, ვისაც სურვილი ჰქონდა რომ ზუგდიდში საარჩევნო პროცესს დაკვირვებოდა. რომელ უბნებზეც ვიყავით, ყველგან მოვიგეთ. გორიდან ჩასულმა ოცნების წარმომადგენლებმა კი სამარცხვინოდ წააგეს იმ უბნებზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.

დღეს გამოდიან და სააკაშვილს აკრიტიკებენ, მაშინ როცა კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მარლენ ნადირაძეს, ვინ იცის რამდენჯერ ჰქონდა სააკაშვილის სადღეგრძელო დალეული. დღეს ურცხვად გამოდის და აკრიტიკებს როგორც მესამე პრეზიდენტს, ისე მთლიანად ენმ - ს, რომლის მმართველობის დროსაც მას გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ მმართველ გუნდში.

Read 838 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი