Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 მაისი 2019 17:21

გორის მერია 4 სოფელში სპორტულ მოედნებს მოაწყობს

Rate this item
(0 votes)

გორის მერიამ ქვახვრელის, ზეღდულეთის და ხიდისთავის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა.

რაც შეეხება სოფელ ატენს, იქ უკვე არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ატენის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 872 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დარბაზს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება. გამოიცვლება კარ-ფანჯარა, მოწესრიგდება ბუნებრივი აირის და ელ.ენერგიის მიწოდება და ა.შ

რაც შეეხება ქვახვრელის მინი - მოედანს, პროექტის ღირებულება 21 718 ლარია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება ხელოვნური საფარი.

ზეღდულეთში და ხიდისთავში კი მოეწყობა ღია ფეხბურთის​ ხელოვნურსაფარიანი მოედნები.

ტენდერების საერთო ღირებულება 282 870 ლარია.

Read 1688 times