გორის მერიამ ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიკო ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციის სატენდერო ღირებულება 257 030 ლარს შეადგენს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არბოში ნიკო ლომოურის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება

გორის მერია 257 030 ლარში მუზეუმის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის რეაბილიტაციას ითხოვს. მიმწოდებელმა კომპანიამ, სატენდერო პირობების მიხედვით მუზეუმში ელქტრო - სამონტაჟო სამუშაოებიც უნდა შეასრულოს.

ნიკო ლომოურის მუზეუმი არბოში, მხარის გუბერნატორმა და გორის მერმა ადგილზე მოინახულეს და მისი რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაგეგმეს. სამუშაოების დაწყების თარიღთან დაკავშირებით ადგილობრივებმა ინფორმაცია რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას მოითხოვეს, გასულ კვირას გორის მერიაში ამბობდნენ, რომ შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს და სამუშაოების დაწყება ტენდერის ვადებზეა დამოკიდებული.

Read 355 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი