პარლამენტარის კომპანიას გორის მერია მილიონიან ხელშეკრულებას უფორმებს

მაისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შპს "იბოლია", რომლის მფლობელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობს.

ორივე ტენდერი შერჩევა - შეფასების ეტაპზეა და პარლამენტარის კომპანია ორივეგან უკონკურენტოა.

წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერებზე 14-15 მაისს დასრულდა. ერთი მათგანის შესყიდვის ღირებულება 573 000 ლარი, მეორისა კი 465 000 ლარია. პირველ შემთხვევაში მერიას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის სოფლის გასასვლელიდან ზემო ხვითის ცენტრამდე მისასვლელი გზის სამუშაოები მოწყობა სურს, მეორე კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.

საერთო ჯამში, სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის მერია 1 038 000 ლარის დახარჯვას აპირებს. აღნიშნული თანხის ფარგლებში სამუშაოების შესრულების ერთადერთი პრეტენდენტი კი შპს "იბოლიაა" სადაც იოსებ მაკრახიძე 40% წილს ფლობს.

აღნიშნულ კომპანიას 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გორის მერიის მიერ გამოცხადებული კიდევ 4  ტენდერის გამარჯვებულია, ყველა მათგანში უკონკურენტოდ იღებდა მონაწილეობას, მიმდინარე წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი 1 მლნ 930 ათას 196 ლარი შეადგინა.

Read 432 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი