პარლამენტარმა თენგიზ ხუბულურმა გორის 3 სოფელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ქიწნისში, მეჯვრისხევსა და ფლავისმანში იმყოფებოდა.

თენგიზ ხუბულურმა გორის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა. მაჟორიტარის ბიუროს ცნობით, მოსახლეობა პარლამენტარს პრობლემურ საკითხებზე ესაუბრა და მათი მოგვარება სთხოვა.

"ქიწნისის მეურნეობაში მონტაჟდება ტრენაჟორები და კეთდება ფრენბურთის მოედანი. მეჯვრისხევი - ახალუბნის გზა კეთდება კაპიტალურად, ხოლო სოფელ ფლავისმანში არსებულ სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით შუამდგომლობა გავწიე გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან, რომელიც უახლოეს მომავალში პრობლემის მოგვარებას დამპირდა", - აღნიშნა ადგილზე ჩასულმა თენგიზ ხუბულურმა.

Read 186 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი