ატენში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობას ითხოვენ

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოხმაურება მოჰყვა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ადგილობრივები სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვენ.

ატენში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გორის მერიას არაერთხელ სთხოვეს სოფელში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, თუმცა, მათივე თქმით, რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

2314579845613245678946513246579

გორის მერიაში ამბობენ, სოფელში სპორტული მოედნის მოწყობა მათაც სურთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხის გადაჭრას ადგილობრივების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

“2020 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთის, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ივნისის თვეში დაგეგმილია შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რა სურთ რომ გაკეთდეს. როგორც  ვიცით, ატენში, მომავალი წლისთვის, ერთ - ერთ პრიორიტეტად დაყენებული აქვთ სპორტული კომპლექსის მოწყობა. თუ ამ იდეას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ეს პროექტი 2020 წელს განხორციელდება“, - განაცხადეს გორის მერიაში

თავის მხრივ მოსახლეობა აპირებს, რომ დაპირებას მონიტორინგი გაუწიოს. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლისთვის მათი აღნიშნული სურვილი ვერ განხორციელდა, ხელისუფლებას ამ მოთხოვნით უკვე ოფიციალურად მიმართავენ. ატენში ხელმოწერების შეგროვების აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ.

Read 267 times Last modified on Last modified on მაისი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი