ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 213 302 ლარი დაიხარჯება

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

დღესდღეობით, ბაგა-ბაღის შენობა მოქმედია. თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, არ შეესაბამება შესაბამის ნორმებს. შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, დარღვეულია სანიტარული ნორმები. სანიტარული კვანძები არ არის გაყოფილი აღსაზრდელებისთვის და პერსონალისთვის. ჭურჭლის სამრეცხაო გათვალისწინებულია დერეფანში, რომელიც უკავშირდება სანიტარულ კვანძებს. შენობას არ გააჩნია დამხმარე გასასვლელი.

ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის სავარაუდო ღირებულება 213 302 ლარი იქნება.

Read 210 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი