Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 22 მაისი 2019 17:39

"დაგვანახე შენი სოფელი" - კონკურსში ნიქოზელმა ავტორმა გაიმარჯვა (ვიდეო)

Rate this item
(0 votes)

კონკურსში “დაგვანახე შენი სოფელი“ გამარჯვებული ვიდეოები გამოავლინეს.

გორის მუნიციპალიტეტში საუკეთესო ვიდეო -რგოლის ავტორი ნიქოზელი, თამარ მეტრეველია. მისი ვიდეო-რგოლი “ნიქოზი- გმირების სამკვიდრო“ გორის მუნიციპალიტეტში ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. 

კონკურსის პირობების მიხედვით გამარჯვებული ვიდეოები შესაბამისი კრიტერიუმებით შეარჩიეს: 

1: იდეა
2: ლოკაცია
3: ადგილის ცნობადობის გაზრდის პოტენციალი
4: ტურისტული პოტენციალი
5: ვიზუალური მასალა (ვიდეოში და თავად სოფელში)
6: საინტერესო ისტორია (უპირატესობა აქვს ნაკლებად ცნობილ ამბავს)
7: გადასაღებ კლიპში შერჩეულ დანარჩენ 3 გამარჯვებულთან შესაბამისობა.
8: ვიდეოს ავთენტურობა

​კონკურსში 12 ფინალისტი შეირჩა, შემდეგ კი თითო მუნიციპალიტეტიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.

Read 2696 times