იტალიელი მოხალისეები გორის სკოლებში ტრენინგებს ატარებენ

მაისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლებში, იტალიელი მოხალისეები გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სხვადასხვა თემებზე ტრენინგებს ატარებენ.

მათი თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას, ასევე, მათ ინფორმირებას სხვადასხვა საგანმანათლებლო, ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო“ 2017 წლიდან არის ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) აკრედიტებული ორგანიზაცია და 2019 წლის მარტიდან ახორციელებს Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტს: ,,ახალგაზრდების განვითარება განათლების გზით.“

სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტო ერთი წლის ვადით მასპინძლობს ორ იტალიელ მოხალისეს.

Read 350 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი