გორის მერიამ მიმდინარე წელს კონკურსის წესით 9 თანამშრომელი აიყვანა

მაისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს კონკურსი 8 პოზიციაზე გამოაცხადა. ყველა ვაკანსიაზე კადრების შერჩევა კონკურისისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მოხდა. აღნიშნულის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მერიიდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, კონკურსის წესით თანამშრომელთა აყვანა მოხდა, შემდეგ პოზიციებზე: 

პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე - 1 სასშტატო ერთეული; 
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ადმინისტრაციული შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული. 
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ბუღალტერიის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი - 1 საშტატო ერთეული;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული; 
მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველოფის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი სამ ვაკანსიაზე გამოცხადებული. 

Read 172 times Last modified on Last modified on მაისი 23 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი