Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 14:13

სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებული მერების ცოლების ნუხსხაში თავზარაშვილის მეუღლეცაა

Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილი მერების იმ ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომელთა ცოლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ.

ქეთევან ტატიაშვილი გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მუშაობს. ის უფროსი სპეციალისტის პოზიციას იკავებს. შემოსავლის სახით კი მან გასულ წელს 7 200 ლარი მიიღო.

რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა მეუღლის დასაქმება თავზარაშვილის თანამდებობას, რისთვისაც მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები განიხილა. აღმოჩნდა, რომ ქეტევან ტატიაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე სუბსიდიების სააგენტოში 2014 წლამდე მუშაობდა, ანუ მანამდე, ვიდრე გორის მუნიციპალიტეტში კონსტანტინე თავზარაშვილი თანამდებობას (საკრებულოს თავმჯდომარე 2-14-2017 წ.წ.) დაიკავებდა.

Read 1355 times