Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 16:33

"ვინ და რატომ გააყალბა საქართველოს ისტორია" - გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექცია ჩატარდა

Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლექცია - "ვინ და რატომ გააყალბა საქართველოს ისტორია" ჩატარდა.

ლექციას ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი ალეკო ცინცაძე უძღვებოდა. 

ცინცაძის აზრით, საქართველოს ისტორია კრემლის კულისებში იწერებოდა და დღემდე სკოლებში შეტანილი ისტორიის წიგნები ამ გავლენის ქვეშაა.

"საქართველოს ტერიტორიაზე ანბანური წერის კულტურა მინიმუმ ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნეში ფიქსირდება. ამ დასკვნამდე ბიბლიის დაშიფვრის მეთოდზე - ე.წ. ჰემატრიაზე დაყრდნობით მივედი", - აცხადებს ალეკო ცინცაძე.

აქამდე ანბანთან დაკავშირებით ყველაზე თამამი პროგნოზი ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ალფავიტური წერის კულტურას ძვ.წ.აღ. მე-7 საუკუნეს მიაკუთვნებდა, ცინცაძე კი ამტკიცებს, რომ ქართული ანბანი 3 საუკუნით ადრე არსებობდა.

Read 837 times