გორელი ხელბურთელი გიორგი ტიელიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

მაისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორელი ხელბურთელი გიორგი ტიელიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული ბათუმის გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა. ,
,BSB ბათუმმა" ფინალში მას ,,პეგასს" სძლია 35:25 და ქვეყნის საუკეთესო კლუბი გახდა.
ტიელიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის (მწვრთნელი გია მამაცაშვილი) აღზრდილია. იგი წლების განმავლობაში, სახელბურთო კლუბ ,,გორში" თამაშობდა და ამჟამად, დასრულებულ სეზონში იჯარით იასპარეზა ,,BSB ბათუმში".
უშუალოდ, გორელთა ხელბურთის გუნდმა უმაღლესი ლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა. საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა ამ გუნდის ხელბურთელი გიორგი ახალბედაშვილი, რომელიც 193 გოლით რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, საბოლოოდ კი, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან ,,პეგასის" ხელბურთელს ნიკა კალანდაძეს ჩამორჩა (198 გოლი).
Read 190 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი