ციხელაშვილი: 100 კმ-იანი მავთულხლართების გადალახვით მივისწრაფით ევროპისაკენ

მაისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპაციის თემაზე პრაღაშვი ვიზიტისას ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ბარიერების გადაკვეთას ევროპისკენ მიმავალ გზაზე მშვიდობიანი გზებით ცდილობს.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი ტრადიცია და გამოცდილება, რაც სამწუხაროდ, ხელშეშლილი იქნა საკმაოდ ხანგრძლივი საბჭოთა რეჟიმის გამო. ახლა, 21-ე საუკუნეშიც კი არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ მივისწრაფით ევროპასთან გაერთიანებული საქართველოსკენ, რის მიღწევასაც ვცდილობთ მშვიდობით, ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობით, ნდობის მშენებლობითა და შერიგების პოლიტიკით. ეს არის ის გზა, რითიც ვცდილობთ გადავლახოთ 100 კილომეტრის სიგრძის მავთულხლართები და მჯერა, რომ ჩვენ ამას დავამარცხებთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 367 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი