გორის თავდაცვის აკადემიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა შეაჯამეს

მაისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი გორში დ. აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ეწვია. სტუმარს აკადემიის ბაკალავრიატის სტუდენტები, ოფიცრები და აკადემიური პერსონალი დახვდნენ და მისი პრეზენტაცია მოსმინეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა საქართველოში 10-წლიანი მუშაობის შედეგები. მათ შორის საუბარი შეეხო 2008 წლიდან დღემდე მისიის მუდმივი ყოფნას, მის გამოწვევებს და მიღწეულ წარმატებებს.მოგვიანებით კი ერიკ ჰოგმა კონფლიქტის მართვაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი განმარტა .

ამ კონტექსტში მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის, ასევე ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების მნიშვნელობა გამოყო, ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და დამატებითი ღონისძიებების შემდგომი სრულყოფის მნიშვნელობას.ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისიას შორის ფუნქციური თანამშრომლობა ძალიან ეფექტურია.

ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა , რომლის დროსაც სტუდენტებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინეს მისიის ყოველდღიური საქმიანობის , მისი დაბრკოლებებისა და სამომავლო გეგმების მიმართ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს საინმორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამას , რათა უკეთ გააცნოს როგორც ძირითად ინსტიტუტებ ს , ასევე ფართო საზოგადოება ს მის ი საქმიანობა და მანდატი. მსგავსი პრეზენტაციები მომავალი თვეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიცაა დაგეგმილი.

Read 132 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი