26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში გორის მერია ფულს არ დახარჯავს

მაისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ადგილობრივი ხელისუფლება თანხას არ დახარჯავს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს.

კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ქეთევან დვალიშვილის თქმით, დეგმილ კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები უსასყიდლოდ იღებენ.

"როგორც უკვე იცით, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებას იუსიტიის სამინისტრო უწევს, ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ მთელი დღის განმავლობაში, 12 საათიდან ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები გამოვლენ, საღამოს უკვე კონცერტში ჩვენს სააგენტოსთან დაქვემდებარებული შემსრულებლები იმღრებენ, ჩვენ თანხა დაგვჭირდება, მხოლოდ მაისურებზე, რაზეც საერთო ჯამში, დაახლოებით 500 ლარი დაგვჭირდება", - გვითხრა ქეთევან დვალიშვილმა.

Read 168 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი