Back to Top
შაბათი, 25 მაისი 2019 17:18

გორის მუნიციპალიტეტის 20- ზე მეტი სოფელი სეტყვამ დააზარალა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.

სოფელ შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო ხვითში, ტყვიავში, ნიქოზსა და ერგნეთში სეტყვა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა. ადგილობრივების თქმით, სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები მნიშვნელოვნად დააზიანა.

"დაახლოებით 20 სოფელში იყო სეტყვა. ზოგგან ძლიერად, ზოგგან მსუბუქად. ზარალზე ჯერჯერობით არ შეგვიძლია საუბარი, მალე დავადგენთ ოდენობას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შიდა ქართლის სამსახურის ხელმძღვანელმა.

Read 6275 times Last modified on შაბათი, 25 მაისი 2019 17:31